მსურველები აღარ ჰყავს - ოსიმენი წინადადებას არაბული კლუბებისგან ელოდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის მომავალი გაურკვეველია. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი წინადადებას ლონდონის "არსენალისა" და არაბული კლუბებისგან ელოდება.

წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს და "მეთოფეებში" გადასვლა მისთვის პრიორიტეტულია, თუმცა ლონდონელები მასში 130 მილიონის გადახდას არ აპირებენ და ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, "ლაიფციგიდან" ბენჟამინ შეშკოს გაიფორმებენ.

თავდაპირველად ბევრი იწერებოდა, რომ ოსიმენი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებდა, თუმცა, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჯერჯერობით "არისტოკრატები" მისი დამატების ვარიანტს არც კი განიხილავენ.

აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის დათმობას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად არ განიხილავს.
შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონში აფრიკელი ფორვარდი საუდის არაბეთის პროლიგაში ვიხილოთ.

ტრანსფერის შანსს ზრდის ისიც, რომ ოსიმენი"პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის. იტალიელ სპეციალისტს რომელუ ლუკაკუსთან მუშაობა სურს.

ვიქტორმა გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნაპოლის" პრობლემა: პსჟ-ს "კვარა" სურს, ოსიმენი - არა

altდიდი გაცვლა და პლუს, თანხა? - ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლის შესაძლო დეტალები

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჯუღელი--ხომ ვამბობდი არაბეთში წავაო ! ვინ ყოფილა ეხლა გამოტვინებული მე თუ თქვენ ? DD
zura222
00:58 04-06-2024
3
ახლა ჯუღელის გაპრავება დაიწყეს აქ ზოგიერთებმა. უკვე გადავიდა არაბულ გუნდში? შეიძლება გადავიდა და მე არ ვიცი. მაშინ ბოდიში. ხან ოსიმენს ამუნათებენ, ხან ლაურენტის. ოსიმენს ჰყავს უმაგრესი აგენტი, თქვენგან ქებული ჯუღელისგან განსხვავებით. სწორედ მისი დამსახურებაა მისი 10მლნ ხელფასი.
დავით 67
23:20 03-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული