ბექჰემმა, სექტემბერში დავბრუნდებიო

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე უფრო დიდი ტემპით მიმდინარეობს და მოედანს სექტემბერში დაუბრუნდება. მისი თქმით, სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულებამდე სამიოდე კვირაღა დარჩა. ექიმები ბექჰემს აჩქარებას არ ურჩევენ, მათი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ვეტერანი ინგლისელი თამაშს ოქტომბრიდან განაახლებს.

შეგახსენებთ, ბექჰემი მარტში, "მილანის" შემადგენლობაში თამაშისას დაშავდა, ახლა კი კვლავ "ლოს ანჯელეს გელექსის" ღირსებას იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული