პორტუ ჩემს გულში დარჩება

AutoSharing Option
ამას დეკუ ამბობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბრაზილიურ "ფლუმინენსესთან" გააფორმა კონტრაქტი. ვეტერანმა პორტუგალიელმა, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებულ-გაზრდილი, ევროპულ კლუბებში გატარებული წლები გაიხსენა.

"ერთადერთი, რაც ევროპაში თამაშისას ვერ შევძელი, სანაკრებო ტიტულის მოგება იყო. ევრო 2004-ის ფინალში განცდილი მარცხი ჩემი ცხოვრების უმწარესი მოგონებაა.

ახალი დეკუ? არა მგონია, ამაზე ფიქრი ღირდეს. ახალი ვარსკვლავები ყოველთვის მოდიან და ჩემს ადგილსაც ვინმე დაიკავებს. ვინ იქნება ეს, დიდად არ მაინტერესებს.

ჩემს ევროპულ კარიერაში წარმატება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე წარუმატებლობა. თითქმის ყველაფერი დიდებულად მახსენდება, განსაკუთრებით ტკბილი კი პორტუგალიაში გატარებული
დრო იყო. დაუვიწყარი იყო ყველაფერი, რაც "პორტუსა" და პორტუგალიის ნაკრებში გადამხდა. შესანიშნავი წლები გავატარე "ბარსელონასა" და "ჩელსიშიც". თუმცა საკუთარ თავს ყოველთვის "პორტუს" ფეხბურთელად მივიჩნევდი. ამ კლუბმა ძალიან ბევრი რამ მომცა და მეც მთელი გულით შევიყვარე. "პორტუ" არასდროს დამავიწყდება", - ამბობს დეკუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული