დირექტორატი მას სამწვრთნელო შტაბში დასაქმებას სთავაზობს. დატვირთვა მინიმალური ექნება. მარკმა კვირაში ერთხელ რამდენიმე საათი ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს. ზუსტად ასეთი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული კლუბთან იააპ სტამსა და რონალდ დე ბურსაც. მოლაპარაკება ოვერმარსსა და “აიაქსს” შორის რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მასში მონაწილეობდა მარკის ახლანდელი კლუბი “გოუ ეჰედ იგლზიც”, სადაც ვეტერანი ტექნიკურ დირექტორად მუშაობს. საინტერესო ის არის, რომ ფეხბურთელი ამჟამინდელ თანამდებობასაც შეინარჩუნებს.
“აიაქსი” ორი
რაც შეეხება ვან დერ ჰეიდენს, მის სამსახურზე უარს უშუალოდ ფრანკ დე ბური ამბობს. მიზეზს არავინ აკონკრეტებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. “რამდენიმე ვარიანტი კარიერის გასაგრძელებლად უკვე მაქვს, მათ შორის ინგლისური პრემიერლიგიდან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო ჯერ კიდევ მაქვს და სანერვიულოც არაფერია. ერთადერთი, რაც ვიცი ისაა, რომ “აიაქსში” ნამდვილად არ დავრჩები,” - ამბობს არი ვან დერ ჰეიდენი. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი 2013 წელს იწურება. თუკი სრულფასოვანი ტრანსფერი არ შედგა, ვან დერ ჰეიდენი მორიგ იჯარაზეც თანახმაა, მით უფრო, რომ “ვილემ II” თანახმაა ის კიდევ ერთი წლით შეიფაროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"