ჰოლანდიას მარვიიკი მოსწონს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, მოსწონს 59 წლის ბერტ ვან მარვიიკის მუშაობა (ან კიდევ რატომ არ უნდა მოსწონდეს?) და შესაბამისად მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოინდომა.

ვან მარვიიკი ჰოლანდიას 2008 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში, კონტრაქტის ვადა კი ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე უმთავრდება. ფედერაციამ მწვრთნელის აგენტს შესასწავლად უკვე გადაუგზავნა ახალი კონტრაქტის ასლი. თუმცა ერთია, რომ თავად ვან მარვიიკს არაერთგზის განუცხადებია, რომ ის არ არის ტიპაჟი, რომელსაც ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება შეუძლია.

მართლაც, მის სამწვრთნელო კარიერას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ მას შემდეგ რაც სახელი
მოიხვეჭა, 4 წელიწადზე მეტხანს არსად გაჩრებულა. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი მას სწორედ 4 წელი გაუხდება ნარინჯისფერთა სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული