ეგვიპტეში "ალ აჰლის" ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, გვამცნობს სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი". ინციდენტი ქაიროს სტადიონზე მოხდა.
მიზეზი თავად გულშემატკივრები გახდნენ, რომლებიც პოლიციელების მიმართ მთელი თამაშის განმავლობაში შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ. რამაც სამართალდამცავთა გაღიზიანება და მათთან ხალხის ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია.
გულშემატკივრებმა სტადიონის ახლო-მახლო განლაგებული პოლიციის 13 მაქანა დაწვეს. სულ დაზიანება 130-მა პოლიციელმა მიიღო, საიდანაც სტაციონარული მკურნალობა 50-ზე მეტს სჭირდება.
მასამ ქუჩების გადაკეტვა და ქალაქის პარალიზება სცადა, თუმცა ადგილზე დროულად გამოცხადნენ პოლიციისა და საარმიო სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებმაც სიტუაციის ჩაწყნარება მალევე მოახერხეს. მოქალაქეებს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"