შეგახსენებთ, რომ ლიხტენშტაინთან მატჩისას "ფურია როხას" დამრიგებელმა შეგირდი მატჩის საყურებლად ტრიბუნებზე გაუშვა. მის ნაცვლად კი ძირითადში ალვარო ნეგრედო გაამწესა, ვინც თავი დუბლით ისახელა. ძირითადში იყო დავიდ ვილიაც, ვინც ასევე ორი გოლი გაიტანა. თავდამსხმელთაგან სკამზე ფერნანდო ლორენტე დარჩა.
დელ ბოსკეს პოზიცია გასაგებია, რადგან "ჩელსიში" გადასვლდან დიდი
ევერტონმა ანიჩებე დაკარგა
"ევერტონის" პრობლემებს ესღა აკლდა... ლივერპულელებმა 23 წლის შემტევი ვიქტორ ანიჩებე სამი თვით დაკარგეს. ნიგერიელმა ტრავმა სანაკრებო შეხვედრაში მიიღო. შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს კლუბმა ორი თავდამსხმელი გაუშვა - იაკუბუ აიგბენი "ბლექბერნში" გაყიდა, ჯერმეინ ბეკფორდი - "ლესტერში". დევიდ მოიესის განკაგულებაში სამი კვალიფიციური ფორვარდიღა რჩება ლუის საა, დენის სტრაკვალურსი და ჟოზე ბაქსტერი.
პირველი სამწვრთნელო დანაკარგი
პორტუგალიის ჩემპიონატის დაწყებიდან ჯერ სამი ტურია გასული და ლიგა საგრეშში პირველი სამწვრთნელო ცვლილება უკვე მოხდა - კარისკენ მიუთითეს "უნიაუ ლეირიას" დამრიგებელს, 40 წლის პედრო კახინიას. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქულის აღებაც კი ვერ მოახერხა. ბურთების სხვაობა კი 4:9-ზეა. ამ მაჩვენებლით მარინიაგრანდელები ბოლო ადგილზე არიან.
არსადაც არ მიდის
"არსენალის" პრეზიდენტი პიტერ ჰილ-ვუდი გაკვირვებულია პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ის არსენ ვენგერის გუნდიდან გაშვებას აპირებდეს: "ვენგერი მუშაობას განაგრძობს. ხმები მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ სისულელეა და მეტი არაფერი. სეზონის დაწყებამდე ჩვენ ახალი ფეხბურთელები შევიძინეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კარგად არც კი ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაგვაძლიერებენ".
ნასრი ითამაშებს
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა სამირ ნასრიმ ექიმებისგან ნებართვა მიიღო, რომ მომავალ უქმეებზე "უიგანის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-4 ტურში ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან შეხვედრაში 24 წლის ფეხბურთელმა ხელის თითი მოიტეხა. ფრანგის არყოფნა "ქალაქელებისთვის" სერიოზული დანაკლისი იქნებოდა, მით უფრო ფანტასტიკური სადებიუტო შეხვედრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემთან" მატჩში "უაით ჰართ ლეინზე" სამირმა სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ცოტა პოლიტიკაც...
პოლიტიკურ თემატიკაზე წერა ჩვენი გაზეთის საქმე არ არის, მაგრამ ამ ინფორმაციას მაინც შემოგთავაზებთ, მით უფრო, რომ ის ფეხბურთსაც ეხება. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის დირკ ბრენგელმანის განცხადებით, ჩრდილოატლატიკური ალიანსის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში უკრაინას ეწვევიან, რათა ერთად შეიმუშაონ დახმარების პაკეტი, რომელიც ამ ქვეყანას მომავალ წელს შეიძლება დასჭირდეს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გასატარებლად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"