ბინ ჰამამის მორიგი ლაშქრობა

AutoSharing Option
ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ჰამამი ამ ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთა. თუმცა ის არ ცხრება და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს ისევ უტევს.

ყატარელმა ბიზნესმენმა თავის ოფიციალურ საიტზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ უყენებს ბრალდებებს ფიფას მოქმედ პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და გენერალურ მდივან ჟერომ ვალკეს:

"ევროპელი ფუნქციონერი რომ ვყოფილიყავი ბლატერი და ვალკე თითსაც ვერ დამაკარებდნენ. პირიქით, სწორედ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ევროპელები, არ ექნებოდათ საშუალება, ფიფას ეთიკის კომისიაში ემუშავათ და ყველა არასასურველი პერსონის წინააღმდეგ ის ეკეთებინათ, რასაც მოისურვებდნენ.

ზუსტად ისე, როგორც მე მომექცნენ. არასდროს არავისი მოსყიდვა არ მიცდია და კომისიის სხდომაზე შეკრებილმა ყველა ადამიანმა ეს მშვენივრად იცოდა. ბლატერი ჩემ წინააღმდეგ სწორედ იმ ადამიანების ნალაპარაკებს ეყდნობოდა, ვინც თავად მიიწვია ჩვენებების მისაცემად.

მსოფლიოში არავის არ სჯერა, რომ ბლატერი და ვალკე კორუფციის წინააღმდეგ რამეს იღონებენ. თუკი მათ მართლა სურთ ამ მოვლენასთან ბრძოლა, საქმე საკუთარი თავებიდან უნდა დაიწყონ, რადგან მათ წინააღმდეგ წლების განმავლობაში ისმოდა ბრალდებები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული