პიტბულს ფეხბურთი მონატრებია...

AutoSharing Option
ედგარ დავიდსი შესაძლოა ფეხბურთს დაუბრუნდეს - ჩინებული ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელსაც დიდი კარიერის მანძილზე ნათამაშები აქვს "აიაქსში", "მილანში", "იუვენტუსში", "ბარსელონაში", "ინტერსა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურში" "კრისტალ პალასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ბოლოს დავიდსი 2008 წელს "აიაქსში" გამოდიოდა, მას მერე კი ფართო გულშემატკივარს აღარ უნახავს. და აი, ბოლო დღეებში გაირკვა, რომ მასა და "პალასის" შეფს ჯორჯ ბარლის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამბობენ, რომ 37 წლის ფეხბურთელი შესაძლოა ხანმოკლე კონტრაქტის საფუძველზე კვლავ გავიდეს მოედანზე. აქვე გაახსენდათ, რომ შარშან დავიდსს "ლესტერ სიტიც" სთავაზობდა ფეხბურთში დაბრუნებას, მაგრამ ჰოლანდიელმა მაშინ
შორს დაიჭირა. ბარლი ამბობს, რომ ახლა ასეთი რამ აღარ განმეორდება და დავიდსი აუცილებლად გააფორმებს ლონდონის გუნდთან ხელსეკრულებას.



მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ დავიდსს მაგას თუ კიდე ფეხბურთის თავი აქვს და მალადეც მაგას, ფულის გაკეტების კარგი შანსი მიეცა და რატომაც არა .......
latsius
18:30 21-08-2010
0

სიახლეები პოპულარული