“ეს კეთილი იდეა პირველად შარშან მოგვივიდა და მაშინ მოლოდინმა გაამართლა. გადავწყიტეთ, ეს მარტო წელს კი არ გავიმეოროთ, ზოგადად ტრადიციად დავამკვიდროთ. მით უფრო, რომ ხალხმა სიამოვნებით განაცხადა თანხმობა ასეთ აქციაში მიეღო მონაწილეობა. ის ადამიანები კი, რომლებიც ფეხბურთის მიმართ გულგრილნი არიან, ჩვენს ქალაქში ნებისმიერ თეატრში
“სიშიშვლე გადაარჩენს ფეხბურთს,” - შეიძლება ასე განვმარტოთ 20-25 წლის პოლონელი გოგონების მოქმედების პრინციპი, რომელთაც საკუთარი მომხიბვლელობა საყვარელი საფეხბურთო კლუბის, კრაკოვის “ჰუნტიკისთვის” სახსრების მოსაძიებლად გამოიყენეს.
ინტერნეტში ერთ-ერთმა გოგონამ შემთხვევით აღმოჩინა ინფორმაცია, რომ კლუბი თითქმის გაკოტრების ზღვარზე იდგა. ინიციატორმა (რომლის სახელს პოლონური წყაროები რატომღაც არ იუწყებიან) სოციალური ქსელების დახმარებით ეს ინფორმაცია გაავრცელა. მოწოდებას, “ჰუნტიკის” გადასარჩენად ეროტიკულ ფოტოსესიაზე დათანხმებულიყვნენ, ბევრი ლამაზმანი გამოეხმაურა.
მათ ნახეს კრაკოველი ფოტოხელოვანი, რომელიც მათ გადაღებას უფასოდ დათანხმდა (რატომღაც რომ არ დათანხმებულიყო). გოგონებს ფოტოებზე მხოლოდ საკლუბო სიმბოლიკით მორთული შარფები და ქუდები ემოსათ. ამ ფოტოებისგან დამზადდა კალენდარი, რომელიც მთელ ქვეყნაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ გოგონებმა მიღებული თანხით კლუბის ვალების გადახდის გარდა მათი სატრანსფერო კამპანიაც კი დააფინანსეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"