სოლსკიაერის პირველი ტრიუმფი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ნორვეგიის ჩემპიონატის XXVIII ტურში "რუსენბორგმა" "ბრანთან" შინ მოულოდნელად 3:6 წააგო, "მიოლდემ" შინ "სტრიომგოდსეტთან" ნათამაშები 2:2-ის შემდეგ, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, პირველად გუნდის ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

გუნდის დამრიგებელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავი და ამავე გუნდის დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი, 38 წლის ოლე გუნარ სოლსკიაერია, ვინც "მიოლდე" ზუსტად 1 წლის წინ, 2010 წლის 9 ნოემბერს ჩაიბარა.

"უმთავრესი ფაქტორი, რამაც ჩვენი გუნდის წარმატება განაპირობა, ეს ფეხბურთელები არიან. ისინი მუდმივად ახერხებდნენ თავიანთი მაღალი კლასის დემონსტრირებას როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებისას.
ზოგიერთმა თავი ისე კარგად წარმოაჩინა, რომ მათგან ამას არც ველოდი," - განაცხადა ახალბედა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის წარმატებას გამოეხმაურა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერნდინანდი. მან სულითა და გულით მიულოცა ოლო გუნარს "მიოლდესთან" ერთად ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და აღნიშნა, რომ მას ყოველთვის ჭეშმარიტ ჯენტლმენად მიიჩნევდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული