პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" გადაწყვიტა, ინტერნეტის მომხმარებელთა შორის გაერკვია, ვის მიიჩნევენ ისინი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ჯილდოს ასეც ჰქვია "ოქროს ბიჭუნა 2011".
ჰოლანდიურმა გაზეთმა "დე ტელეგრააფმა" "აიაქსის" იმ ფეხბურთელს მიმართა კომენტარისთვის, ვინც სიაში მოხვდა. ლაპარაკია კრისტიან ერიკსენზე. აი, რას აცხადებს 19 წლის დანიელი: "მოხარული ვარ, რომ ჩემი თამაში სხვებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ასეთი ყურადღება ძალიანაც მსიამოვნებს, მაგრამ გადავხედე რა ნომინანტთა
მკითხველს არ გადავღლით ყველა ნომინანტის ჩამოთვლით, უბრალოდ გაგაცნობთ იმათ სახელებსა და გვარებს, რომლებიც ფავორიტებად მიგვაჩნია:
ალექსანდრ მერკელი ("ჯენოა", გერმანია), იკერ მუნიაინი ("ბილბაო", ესპანეთი), დავიდე სანტონი ("ნიუკასლი", იტალია), ედენ აზარი ("ლილი", ბელგია), ფილ ჯონსი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ჟოელ ობი ("ინტერი", ნიგერია), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ("არსენალი", ინგლისი), სტეფან სავიჩი ("მანჩესტერ სიტი", ჩერნოგორია), გეორგი შენიკოვი ("ცსკა", რუსეთი), შერდან შაჩირი ("ბაზელი", შვეიცარია), ტიაგო ალკანტარა ("ბარსელონა", ესპანეთი), დავიდ ალაბა ("ბაიერნი", ავსტრია), ანდრე აიუ ("მარსელი", განა), სერხიო კანალესი ("ვალენსია", ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო ("ინტერი", ბრაზილია), კრისტიან ერიკსენი ("აიაქსი", დანია), მარიო გიოტცე ("დორტმუნდი", გერმანია), ადემ ლიაიჩი ("ფიორენტინა", სერბეთი), რომელუ ლუკაკუ ("ჩელსი", ბელგია), როდრიგო მორენო ("ბენფიკა", ბრაზილია), ჯეკ როდუელი ("ევერტონი", ინგლისი), რაფაელ ვარანი ("რეალი", საფრანგეთი), ჯეკ უილშირი ("არსენალი", ინგლისი).
აქვე გეტყვით, რომ გამოკითხვაში გუშინდელი მონაცემებით 165 ათას ადამიანს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"