ტოივონენი რჩება

AutoSharing Option
"ეინდჰოვენმა" წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ფინური წარმოშობის 25 წლის შვედ თავდამსხმელ ოლე ტოივონენთან.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპსელებს ოლეს ტრანსფერზე არაერთი წინადადება ჰქონდათ ინგლისური პრემიერლიგიდან, მასთან განშორება არ ისურვეს. თავდამსხმელი პსვ-ში 2014 წლამდე დარჩება.

ფეხბურთელის წინა კონტრაქტის ვადა 2012 წლის ივნისში გასდიოდა. შვედი "ეინდჰოვენში" 2009 წლის იანვრიდან თამაშობს და ერედივიზიეში 86 შეხვედრაში 40 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული