ფრანგი ფუნქციონერი გახსნილ და საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება. თუ დროს აქვს, პრაქტიკულად არასოდეს ამბობს უარს ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე. და აი ახლაც ის ჩვენს კოლეგებს მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე უამრავ საინტერესო თემაზე დაელაპარაკა - დაწყებული ევრო 2012-ის მასპინძელი სტადიონებიდან, დამთავრებული ლიონელ მესით.
- უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად სამასპინძლოდ მშვენივრად არიან მომზადებულნი. მასპინძელი არენები უბრალოდ ბრწყინვალედ გამოიყურება. იმისთვის, რომ ჩემპიონატი კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, კიდევ ბევრი პროექტია რეალიზაციის
ერთადერთი საკითხი, რომელიც სხვებზე მეტ ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან ეს გულშემატკივართა განთავსებაა. დარჩენილ რვა თვეში ამ პრობლემის ძირეულად აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება.
- ვფიქრობ, რომ მსაჯები კარის ხაზთან მშვენიერი იდეა იყო. ჩემპიონთა ლიგაში ამ ნოვაციამ პოზიტიური შედეგები მოიტანა. ნამდვილად არ ვიცი, მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, რათა ხუთმა არბიტრმა იმსაჯოს სხვა დიდ ტურნირებშიც. ვერაფრით ვხვდები, რატომ არ მოსწონს ეს იდეა ზეპ ბლატერს.
იმიტომ ხომ არა, რომ ეს იდეა მას არ ეკუთვნის? ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კატეგორიული წინააღმდეგად ვრჩები. ჩემი ამ პოზიციის შესახებ ყველას მოგეხსენებათ. ვიდეო გამეორებებს ნამდვილად მირჩევნია, რომ გადაწყვეტილება ისევ ადამიანმა მიიღოს. თუმცა მიმაჩნია, რომ არბიტრებმა ბევრად უფრო მეტი დახმარება უნდა მიიღონ თანაშემწეებისგან ვიდრე ეს ახლა ხდება. მგონია, რომ ფეხბურთში ერთი მსაჯი საკმარისი უკვე აღარ არის.
პრესკონფერენციის ბოლოს კი პლატინიმ ლამის დარწმუნებულმა თქვა, "ოქროს ბურთს" ლიონელ მესი მოიგებსო: "მიმაჩნია, რომ "ოქროს ბურთის" ყველაზე ღირსეული მფლობელი ისევ ლიონელ მესია. ის ჩემს მიღწევას (ის 1983-84-85 წლებში ზედიზედ სამჯერ დასახელდა აღნიშნული პრიზის გამარჯვებულად) აუცილებლად გაიმეორებს. მერე ალბათ ამასაც არ დასჯერდება და აუცილებლად გააუმჯობესებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"