აღნიშნულ წერილში ეწერა, რომ ვითომ ამ ბანკში მის ანგარიშზე 35 მილიონი დოლარი ირიცხებოდა, რის საფუძველზეც ითხოვდა, რომ შვეიცარიის საგადასახადო სამსახურებს “ქსამაქსის” გაკოტრების საქმის წარმოება შეეწყვიტათ.
პროკურატურამ ბრალდების წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჩაგაევმა ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ ვერ შეძლო დამაჯერებელი პასუხების გაცემა მათ შეკითხვებზე. პირველი მოსმენა ჟენევის კანტონის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე უკვე შედგა. მოსამართლემ ბიზნესმენი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
შვეიცარიის კანონმდებლობა
“ბატონი ჩაგაევი სასამართლოს პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდა. პროკურატურა მისი შემოსავლების წარმომავლობით დაინტერესდა. ამ ეტაპზე მან გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხა. ჩემი კლიენტი აღიარებს, რომ აღნიშნულ წერილს The Bank of America-სთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ის უარყოფს, რომ აღნიშნული საბუთი მან დაამზადებინა,” - განუცხადა გამოცემა “ლე მატინს” ბრალდებულის ადვოკატმა.