შეწყალება სკანდალისტებს

AutoSharing Option
ამ ზაფხულს თურქული ფეხბურთი გრანდიოზულმა სკანდალმა შეძრა. სამართალდამცავებმა ათობით ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ ბრალი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობასა და უშუალოდ ორგანიზებაში დაედოთ ბრალი.

ბუნებრივია, ყველა დაკავებულის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. ზოგიერთი დაკითხვის შემდეგ შინ გაუშვეს. ზოგს ბრალი წაუყენეს, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. ზოგის საქმე კი პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანა. ასეთი სულ 30 ადამიანია და მათ შორის ზოგი მეტისმეტად გავლენიანი ადამიანიც აღმოჩნდა.

ვერ გეტყვით, ამ უკანასკნელთა გავლენაა თუ რა ხდება, მაგრამ იმ თურქეთის პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც მსჯავრდებულთა მდგომარეობას ბევრად ამსუბუქებს. მათ სასჯელი შეუმცირდათ.
სწორედ ამით ასაბუთებს თურქული ოპოზიცია პარლამენტის გადაწყვეტილებას. მათი მტკიცებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ეს “სპექტაკლი” “ფენერბაჰჩეს” პრეზიდენტის აზიზ ილდირიმის გამო დადგა.

შეგახსენებთ, თურქებმა 8 თვის წინ მიიღეს სისხლის სამართლის ნორმა, რომელიც სპორტული ღონისძიების მონაწილისა და მსაჯის მოსყიდვისთვის 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თურქეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა “ბეშიქთაშს” 5 დეკემბერს “ორდუსპორთან” სუპერლიგის უახლოესი საშინაო შეხვედრის უმაყურებლოდ გამართვა დაავალა და პლუს 94 ათასი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი “გალათასარაისთან” მატჩში (20 ნოემბერი, 0:0) მომხდარი სკანდალი გახდა, სადაც “ბეშიქთაშის” გულშემატკივრებმა სტუმართა ივუარელ მარჯვენა მცველს, 28 წლის ემანუელ ებუეს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან მას ხურდა ფულს, წყლით სავსე ბოთლებსა და სანთებელებს ესროდნენ.

ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა “გალათასარაის” ბრაზილიელ საყრდენს, 28 წლის ფელიპე მელოსაც, რომელიც მასპინძელთა გულშემატკივრების პროვოცირებას ცდილობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული