გაყინულია ასევე მისი ანგარიშები, რომელიც ფეხბურთელს ხორვატულ ბანკებში ჰქონდა. მიზეზი კი ის არის, რომ “შახტარის” ფეხბურთელს ზაგრების “დინამოს” წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება არ უნდა.
ედუარდოს “დინამოს” პრეზიდენტი ზდრავკო მამიჩი უჩივის. ბრაზილიელი ხორვატულ კლუბში 1997/2007 წლებში თამაშობდა. მხარეებს შორის 2001 წელს დაიდო კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, კლუბი ფეხბურთელის პროფესიულ განვითარებაში გარკვეული თანხების ჩადებას
სიმართლე რომ ვთქვათ, პირობები სტანდარტულია. მსგავსი ხელშეკრულება მრავალ პერსპექტიულ ფეხბურთელს აქვს გაფორმებული კლუბთან თუ აგენტთან. რითი ამართლებს ედუარდო საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობას? აღნიშნული კონფლიქტის დაწყებისთანავე ფეხბურთელმა განაცხადა, 2011 წელს ხორვატული ენა ცუდად ვიცოდი, ასე რომ ყოფილიყო “ამ მონურ პირობებზე” ხელს არ მოვაწერდიო.
როგორც ჩანს, ის თავს დაჩაგრულად მიიჩნევს. აი, რა წერია “დინამოსთან” მის კონტრაქტში:
“თუკი ნებისმიერი მიზეზით უცხოელი ფეხბურთელი უარს აცხადებს აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ქვემოთ ხელის მომწერები თანხმდებიან, რომ სპონსორს მიეცემა უფლება კანონის დაცვით განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი უფლებები მოთხოვნაზე, მათ შორის ქონების დაყადაღება და ასე შემდეგ”.
მარიო მამიჩის კანონიერ მოთხოვნას ფეხბურთელმა ყური არ ათხოვა. მამიჩი მთელი წელი კიდევ ელოდებოდა, რათა ედუარდო გონს მოგებოდა, მაგრამ რაკი საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაიძრა, ბიზნესმენმა სასამართლოს მიმართა, ვინც მისი მოთხოვნა დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა. ახლა ფეხბურთელს წინ ხანგრლივი სასამართლო გარჩევები ელის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"