აიუს აღიარება

AutoSharing Option
"მარსელის" თავდამსხმელმა ანდრე აიუმ მამის, XX საუკუნის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული აბედი პელეს გზა გაიმეორა და კონტინენტის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მამამ ეს ტიტული 1991 წელს დაიმსახურა. 2011 წელს კონკურენცია აღნიშნული ჯილდოსთვის როგორც არასდროს ისეთი დიდი იყო. მასზე წარდგენილნი იყვნენ იაია ტურე, ჟერვინიო, სამუელ ეტოო და სეიდუ კეიტა. ანდრემ გამოკითხულთა ხმების 1/3 დააგროვა. "მე უბრალოდ გაოგნებული ვარ ამ აღიარებით, განსაკუთრებით იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ რამხელა ფეხბურთელები იღებდნენ ამ პრიზს ჩემამდე," - განაცხადა ფეხბურთელმა.

აიუს გადაბირების სურვილს რამდენიმე კლუბი რომ გამოთქვამდა,
უკვე გაცნობეთ. ანდრეს შენარჩუნება მის აღმზრდელ კლუბსაც სურდა და რაკი კონტრაქტს ვადა 1,5 წელიწადში გასდიოდა, მხარეებმა მისი გახანგრძლივება ვადამდე გადაწყვიტეს. 22 წლის განელმა "მარსელს" ბედი 2015-მდე დაუკავშირა.

მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, კლუბმა მას ანაზღაურებაც საგრძნობლად გაუზარდა. ანდრეს "ოლიმპიკში" დებიუტი 2007 წელს ჰქონდა, თუმცა თეთრ-ცისფერი მაისურით წარმატებული ასპარეზობა მან მხოლოდ გასული სეზონის მეორე ნახევარში დაიწყო. სულ აფრიკელის ანგარიშზე ლიგა 1-ის 62 შეხვედრაში გატანილი 16 გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული