შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს "აიაქსის" მავანი გულშემატკივარი შუა თამაშისას თავს დაესხა.
ალვარადო თავდამსხმელს წიხლებით გაუმასნინძლდა. რომ არა სტადიონის დაცვის საქმეში დროული ჩარევა, აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფეხბურთელი გაჩერებას არც აპირებდა. არბიტრმა ბას ნეიჰესმა ის მინდვრიდან გააძევა. ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კი ფეხბურთელის მხარე დაიჭირა.
ალვარადოს გაძევების შემდეგ სტადიონზე სიტუაცია ძალიან დაიძაბა, რის გამოც ალკმაარელთა ხელმძღვანელობამ გუნდი მოედნიდან გაიყვანა. თამაში ჩაიშალა. ფედერაცია მატჩის ბედს დღეს
"ეს სამართლიანი გადაწყვეტილება გახლავთ. ფედერაციამ მრავალი ვარიანტი განიხილა, მაგრამ ბოლოს საუკეთესო გამოსავალი გამონახა. მოხარულები ვართ, რომ ასე მოხდა," - განაცხადა "ალკმაარის" სპორტულმა დირექტორმა ერნესტ სტიუარტმა. "დე ტელეგრააფი" კი თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩამოართვა:
- ყველაფერი ჩემს საჯარიმოში მოხდა. ფეხბურთელი ვარ და ჩემს ბედს თავად ვაკონტროლებ. სულაც არ მომჩვენებია, რომ თავდამსხმელი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. ერთადერთი რაც გავაკეთე, აგრესიისგან თავის დაცვა იყო.
- რას ფიქრობთ, რისი მიღწევა სურდა გულშემატკივარს?
- ხმაურის გამო არაფერი გამიგია. კარგია, რომ სტადიონის დაცვის დროული რეაქცია ჰქონდათ. მსაჯმაც ჩაუსტვინა და ჩემი ყურადღება სწორედ ამან მიიპყრო. შემოვბრუნდი თუ არა დავინახე, რომ ის ჩემკენ მოფრინავდა. მაინცდამაინც არ შემშინებია, მაგრამ გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა დანით ან რაიმე სხვა საშიში საგნით ყოფილიყო შეიარაღებული.
- რომ არა დროული ჩარევა, თავად გაჩერდებოდით?
- როცა ლაპარაკია ჩხუბზე, სადაც თავი უნდა დაიცვა, ნამდვილად არ ფიქრობ, რამდენჯერ მოიქნევ ფეხს, ორჯერ თუ სამჯერ. ვიმეორებ, იმის შიში მქონდა, რომ იარაღი ჰქონდა და იმიტომაც არ ვჩერდებოდი, რომ თავდამსხმელი ფეხზე არ წამომდგარიყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"