"ფეიენოორდის" ვიზიტი ქალაქში

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ფეიენოორდის" ტექნიკური დირექტორი მარტინ ვან გეელი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჟან-პოლ ვან გასტელი სამუშაო ვიზიტით მანჩესტერში გახლდნენ.

როტერდამული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა ჰოლანდიელთა მასპინძელმა, "სიტის" ადმინისტრატორმა ბრაიან მარვუდმა, სადაც ვიზიტის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ილაპარაკა.

ჰოლანდიელთა დელეგაცია "სიტის" ახალგაზრდული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც შეხვდა. "მანჩესტერში კმაყოფილები ვართ იმით, როგორ თამაშობს "ფეიენოორდის" რიგებში ჯონ გვიდეტი. სასიამოვნოა იმის მოსმენაც, რომ მისი პროფესიული ზრდის ტემპებით როტერდამელებიც კმაყოფილები არიან," - განაცხადა "ქალაქელთა" აკადემიის ხელმძღვანელმა ენდი ველშმა.

"მოსალოდნელია, რომ გვიდეტი
ჩვენთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება. თუმცა ზუსტად ამის თქმა ჯერ არ შემიძლია.

საბოლოოდ ეს საკითხი ივნისში გადაწყდება. ვიზიტის გეგმებში გვიდეტის მომავლის გარკვევა ნამდვილად არ შედიოდა. ის, რომ მხარეები კმაყოფილები ვართ ჯონის განვითარების ტემპებით, შეიძლება იმის წინაპირობა იყოს, რომ სამომავლოდ ამგვარი ურთიერთობები უფრო გახშირდეს.

ამჯერად ჩვენ გლობალურ საკითხებზე ვილაპარაკეთ. უახლოეს მომავალში ჩვენს კლუბებს შორის ბევრად უფრო ახლო თანამშრომლობა დამყარდება. ეს შეეხება არამხოლოდ სატრანსფერო საკითხებს, არამედ ჩვენი აკადემიის განვითარების საქმეში ფულის ჩადებასაც," - დაამატა მარტინ ვან გეელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული