შეგახსენებთ, რომ "შალკესა" და სერბეთის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა პრეზიდენტი ტრანსფერებიდან შემოსული ფულის არარაციონალურად ხარჯვაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ჯურიჩმა მას კარისკენ მიუთითა. პრეზიდენტი მატეა კეჟმანის აგენტს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. 32 წლის სერბმა თავდამსხმელმა ორიოდე კვირის წინ კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.
აგენტი აცხადებს, რომ ჯურიჩთან შეხვედრას იანვრის პირველ რიცხვებში გეგმავს და შესაძლო თანამშრომლობის დეტალებიც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"