ერიქსონი უკრაინაში? რატომაც არა?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტიდან მირონ მარკევიჩი გადადგა, ეს თანამდებობა დროებით იური კალიტვინცევს ჩააბარეს. თუმცა, უკრაინის საფეხბურთო წრეებში მარკევიჩის სრულფასოვან მემკვიდრეთა შორის ცნობილ უცხოელებს ასახელებენ და მათ შორის – სვენ-იორან ერიქსონსაც.

ერიქსონისა და უკრაინულ ნაკრებში მისი შესაძლო გათავკაცების შესახებ თავისი მოსაზრება ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა შანდორ ვარგამ გამოთქვა.

"ამ მწვრთნელს პირადად ვიცნობ და უკრაინაში ერიქსონის ჩამოსვლის თაობაზე გავრცელებულმა ხმებმა ამიტომ არ გამაკვირვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს კაცი თავისთვის უცხო ქვეყანაში იოლად ადაპტირების უნარს ფლობს. თუკი მარჩელო ლიპის უთქვამს,
მხოლოდ იტალიაში ვიმუშავებო, ერიქსონს უკრაინაში სამუშაოდ წასვლაზე თანხმობის თქმა არ გაუჭირდება. იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ შვედს უკრაინის ნაკრების ფეხბურთელთა დონეზე ინფორმაციის ნაკლებობა არ ექნება", - თქვა შანდორ ვარგამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული