პულისმა უელსს უარი უთხრა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჯონ ტოშაკმა უელსის ნაკრების თავკაცობიდან წასვლა გადაწყვიტა, ბრიტანულ პრესაში არაერთი ვარაუდი გამოითქვა – რაიან გიგზი, ჯონ ჰართსონი თუ მარკ ბოუენიო? ეს ადამიანები უელსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები არიან და ბუნებრივია, ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციაშიც ვინმე თავისიანი, გუნდთან დაახლოებული კაცი ენდომებათო.

ახლა კი ტონი პულისის კანდიდატურაც ამოტივტივდა. 52 წლის უელსელი სპეციალისტი დღესდღეობით ინგლისური პრემიერლიგის კლუბ "სტოკ სიტიში" მუშაობს მთავარ მწვრთნელად. თუმცა, პულისმა უელსის ნაკრებთან დაკავშირება შორს დაიჭირა...

"სტოკ სიტიში" აბსოლუტურად ყველაფერი მაკმაყოფილებს და ესეც რომ არა, პრემიერლიგაში უამრავი საქმი გვაქვს
გასაკეთებელი, შუაგზაში საკეთებლის მიტოვება კი არ მჩვევია, - ამბობს პულისი, - თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს უელსის ნაკრების სათავეში დიდი სიამოვნებით მივიდოდი.

ტოშაკმა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი აღმოაჩინა, სანაკრებო გამოცდილების დაგროვების შანსი მისცა. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი საკუთარი ძალების სულ მალე ირწმუნებს, ამისთვის ერთი-ორი თამაშის მოგებაც კმარა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული