"ათი წლის წინათ ჰოლანდია და ბელგია პირველები იყვნენ, როცა ევროპულ პირველობას ერთობლივად უმასპინძლეს. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების სურვილი გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მცირე სახელმწიფოებსაც უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ცალ-ცალკე მუნდიალის მოწყობას ვერ შევძლებთ.
ჰოლანდიამ მსოფლიოს უამრავი საფეხბურთო ტალანტები აჩუქა. ჩვენი ნაკრები სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.
ამას წინათ ფიფას საინსპექციო კომისიის წევრებმა ჰოლანდია-ბელგიის ხუთი ქალაქი დაათვალიერეს და ამისთვის მხოლოდ 360 კილომეტრის დაფარვა დაჭირდათ. სავსებით რეალურია, ჩვენს ქვეყნებში მსოფლიოს ჩემპიონატი ისე ჩაატარო, რომ თვითმფრინავებით საერთოდ არ ისარგებლო. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა შეგვიძლია, ხოლო ქალაქების ქუჩებში გადასაადგილებლად, მზად ვართ, სტუმრებს ორი მილიონი ველოსიპედი უსასყიდლოდ გადავცეთ. სხვათა შორის, ციურიხში, ფიფას შტაბ-ბინაში საგანაცხადო წიგნის მისატანად, ჩვენმა დელეგაციამ - ანუ, იოჰან კროიფმა, თქვენმა მონამორჩილმა და ბელგიელმა პაულ ვან ჰიმსტმა - სწორედ ველოსიპედებით ისარგებლა და არა ლიმუზინებით, როგორც ჩვენმა კონკურენტებმა", - თქვა რუდ გულიტმა.