კეირუშის ნაცვლად... მარადონა?

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლუშ კეირუშს თანამდებობა დაატოვებინა და ჯერჯერობით არავინ იცის, თუ ვინ დაიკავებს ამ პოსტს. მსურველები კი გამოჩდნენ. ყოველ შემთხვევაში, ალეხანდრო მანკუსოს თქმით, პორტუგალიელთა დამრიგებლობას დიეგო მარადონა უმიზნებს.

"ეს სიმართლეა. დიეგო და მე დაინტერესებულნი ვართ პორტუგალიის ნაკრებში მუშაობით. მარადონა ამ გამოწვევისთვის მზადაა, თუმცა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციიდან ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია", - თქვა მანკუსომ, რომელიც მარადონასთან ერთად არგენტინის ნაკრებში მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული