ევროპამ აშშ-ს უკან დაახევინა

AutoSharing Option
აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სუნილ გულატიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ ქვეყნის კანდიდატურა მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველთა სიიდან ამოიშალოს. ირკვევა, რომ ამერიკელებმა იგრძნეს 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობასთან მიმართებაში მსოფლიო ფეხბურთის მამათა განწყობა და ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ამ იდეაზე უარის თქმა გადაწყვიტეს. ამერიკელების ახალი მიზანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაა.

"თავიდანვე ასე იყო. ფიფას აღმასკომის წევრთა შორის მრავლად არიან ისეთები, ვისაც 2018 წლის ჩემპიონატის ევროპაში ჩატარება სურთ. შესაძლოა, 2 დეკემბრამდე ჩვენი კანდიდატურა მოვხსნათ კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო
გადაწყვეტილებას მხოლოდ ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა გულატიმ.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის კანდიდატები არიან ინგლისი, რუსეთი და ორი წყვილი – ესპანეთ-პორტუგალიისა და ჰოლანდია-ბელგიის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული