ზაფხულში კი ესტონელი და კლუბის ხელმძღვანელები კონტრაქტის გახანგრძლივების პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და მას შემდეგ ოპერი ახალი გუნდის ძიებაში იყო. პარალელურად, რათა ფორმიდან არ ამოვარდნილიყო, ანდრესი მშობლიურ კლუბში, ტალინის "ფლორაში" ვარჯიშობდა. შემდეგ კი ლარნაკის აეკ-ის ვარიანტიც ამოტივტივდა, რომელმაც მეტად გამოცდილი ფეხბურთელი სრულიად უფასოდ დაიმატა – ოპერი ხომ თავისუფალი აგენტი იყო. მხარეებმა ერთწლიანი
ოპერი ესტონურ ფეხბურთში გამორჩეული კაცია. ამ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 15 წლის წინათ, 17 წლის ასაკში ჰქონდა და მას შემდეგ ანდრეს ოპერმა ესტონეთის ნაკრების შემადგენლობაში 117 მატჩი ჩაატარა და 36 გოლიც გაიტანა.