დუდარი კომიდან გამოიყვანეს

AutoSharing Option
შვეიცარიული "იანგ ბოიზის" არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო დუდარი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. "იანგ ბოიზისა" და "ბაზელის" კვირას გამართული მატჩის მსვლელობისას, დუდარი თანაგუნდელ ფრანსუა აფოლტერს შეეჯახა და ამ უკანასკნელის კეფა ემილიანოს სახეში მოხვდა, რის შედეგადაც არგენტინელმა გონება დაკარგა. პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარმა ინციდენტმა თამაში 8 წუთით შეწყვიტა.

როგორც უკვე ჰოსპიტალში გაირკვა, დუდარს ცხვირი და ყბის ძვალი გაუტყდა. მედიკოსებმა სამხრეთამერიკელი ხელოვნურ კომაში დღენახევარი ამყოფეს და როცა ამის საჭიროება ამოიწურა, გონსაც მოიყვანეს. ექიმების თქმით, ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, თუ რამდენ ხანს გასტანს ემილიანო დუდარის რეაბილიტაციის
პროცესი, თუმცა ცხადია, რომ ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული