ბელგიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა ნიკო კლასენმა ბელგიელი ფეხბურთელების ახლანდელ თაობაზე ისაუბრა.
"ეჭვგარეშეა, რომ მოთამაშეთა დღევანდელი თაობა ჩვენსაზე ნიჭიერია. ინდივიდუალურად საოცრად ძლიერი ახალგაზრდები გვყავს. მაგრამ ნაკრებში არ იგრძნობა ის გუნდური სულისკვეთება, რომელმაც ჩემი თაობა დიდ წარმატებამდე მიიყვანა – ბელგიის ახლანდელ ნაკრებს მატჩის მსვლელობისას ტაქტიკის შეცვლა არ ეხერხება", - თქვა 47 წლის ექსფორვარდმა, ვისაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე უთამაშია.
აშკარაა, რომ ნიკო კლასენი სიმართლეს ამბობს – ბელგიელი ფეხბურთელების ახლანდელ თაობაში მართლაც მრავლად არიან გამორჩეული ინდივიდუალისტები, განსაკუთრებით ეს სულ
"ჩვენ ერთ მუშტად შეკრულები ვიყავით და ერთმანეთის დახმარებას არასდროს ვთაკილობდით. ხშირად ხდება, როცა ერთ-ერთ მოთამაშეს მოედნის რომელიღაც მონაკვეთზე თამაში არ მისდის – თამაშიდან 5-10-წუთიანი გათიშვები ნებისმიერ ფეხბურთელს მოსვლია. ჰოდა, ასეთ ადამიანს თანაგუნდელის დახმარება სჭირდება. ნაკრების ახლანდელ წევრებს სწორედ ეს ურთიერთდაზღვევა აკლია", - ამბობს კლასენი.
ყოველივე, რასაც ბელგიის ნაკრების ყოფილი მეგოლე ასე ხაზგასმით აღნიშნავს, არა ინდივიდუალიზმიდან გამომდინარეობს, არამედ ტაქტიკური განსწავლულობიდან. ეტყობა, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ნათამაშებ ფორვარდს ავიწყდება, რომ მისი თაობის ბელგიელებს თვით გი ტისი მოძღვრავდა, ახლა კი ეროვნულ ნაკრებს ჟორჟ ლეკენსი ხელმძღვანელობს...