შოთამ აიქუთი შეიწირა

AutoSharing Option
მიუხედავად ზაფხულში მნიშვნელოვანი გაძლიერებისა, სტამბოლის "ფენერბაჰჩე" სეზონის სტარტზე ძალზე არასტაბილურად თამაშობს. თურქეთის ჩემპიონატში აიქუთ ქოჯამანის გუნდმა ოთხ ტურში ორი მატჩი მოიგო და ამდენივე წააგო. თუკი კლუბის მეპატრონეებს ტრაბზონში "ფენერის" მარცხზე ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდათ, ქაისერიში თურქული ფეხბურთის გრანდის წაგება უკვე ფორსმაჟორად ჩაითვალა.

როგორც გახსოვთ, შაბათს შოთა არველაძის მიერ დამოძღვრილმა "ქაისერისფორმა" "ფენერბაჰჩეს" 2:0 მოუგო და თურქეთში სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაიწყო საუბრები აიქუთის გადადგომის შესახებ. სავარაუდოდ, ამ სპეციალისტს თანამდებობას დღეს-ხვალ დაატოვებინებენ, ხოლო მისი შეცვლის კანდიდატთა შორის საუკეთესო შანსები მანუელ პელეგრინის აქვს. შეხსენებისთვის:
57 წლის ჩილელმა მაისის მიწურულს მადრიდის "რეალის" დამრიგებლის პოსტი დატოვა და მას მერე უმუშევარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული