ტიერი ანრიმ მეკარეს ტრავმა მიაყენა

AutoSharing Option
ფოტო
MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში სახელგანთქმულ ფრანგ ტიერი ანრის უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.

ანრის "ნიუ იორკ რედ ბულზი" დალასში ადგილობრივ გუნდთან მარცხდებოდა, როცა საფრანგეთის ნაკრების ექსკაპიტნის თანაკლუბელმა მეჰდი ბალუშიმ ანგარიში გაათანაბრა. ბალუშის გოლის შემდეგ ბურთი დალასელთა კარიდან გამოგორდა და გახარებულმა ანრიმ, როგორც ბევრ ფეხბურთელს სჩვევია, ბურთის ბადეში შებრუნება დააპირა, მაგრამ უნებლიედ ბუცი მასპინძელთა მეკარე კევინ ჰარტმანს წაჰკრა და ამ უკანასკნელს სერიოზული ტრავმა მიაყენა.

"ასე ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ აქამდე ყველაფერი უსაფრთხოდ მთავრდებოდა. ბალუშის გოლის აღსანიშნავად ბურთის კარში განმეორებით შეგდება ვცადე და უცებ,
ჰარტმანმა ფეხი ჩემსკენ წამოიყო, მოძრაობა ვეღარ შევაჩერე და ფეხი მუხლში მოვარტყი. ორივეს უნებლიედ გამოგვივიდა, თუმცა მეკარეს ტრავმა კი მივაყენე. ეს ამბავი პირველი ტაიმის ბოლო წამებზე მოხდა და შესვენებაზე ჰარტმანი "დალასის" გასახდელში მოვინახულე. რა თქმა უნდა, მოვუბოდიშე და კევინმაც მაპატია – იცოდა, რომ განზრახ არ ჩამირტყამს. სულელური სიტუაცია იყო", - თქვა ანრიმ.

ექიმების თქმით, კევინ ჰარტმანს ჯვარედინი მყესები დაუშავდა, რაც მეკარეს ფეხბურთს მიღმა სოლიდური ხნით დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული