ერდოღანი ვოლქანის ქორწილში

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრებისა და სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" გოლკიპერ ვოლქან დემირელს სამშაბათს ქორწილი აქვს. კარგი იქნებოდა, ცხოვრებაში ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენას ფეხბურთელი უკეთესი სპორტული მიღწევებით შეხვედროდა, მაგრამ რაც არის, ეს არის – დემირელის კლუბს ხუთი ტურის შემდეგ შვიდი ქულა აქვს, რაც მხოლოდ მე-9 ადგილისთვისაა საკმარისი...

ბუნებრივია, ვოლქანის გუნდის ცუდი შედეგების გამო ქორწილი არ გადაიდება, მით უმეტეს, რომ მას საპატიო სტუმრებიც ეწვევიან – "ფენერბაჰჩეს" პრეზიდეტი აზიზ ილდირიმი და რაც მთავარია, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ერდოღანი.

ჰო, ვოლქანის რჩეულის სახელი და გვარი ზეინეფ სევერი გახლავთ და ის
თურქული წარმოშობის ბელგიელია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული