21 სექტემბრის გამთენიისას, ნიუ იორკის ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 40 წლის ბირონ ალდემარ მორენო რუალესი
როგორც საბაჟო ხელისუფლების მიერ ბრუკლინის სასამართლოში გადაცემული საბუთებიდან გამომდინარეობს, აეროპორტში ბარგის ჩხრეკისას ეკვადორელი მამაკაცი "შესამჩნევად ღელავდა", რამაც მებაჟეთა ყურადღება მიიპყრო. შედეგად, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ბირონ მორენო სპეციალურ ოთახში გაიყვანეს და სამოსის გახდა აიძულეს, მაგრამ რაც აღმოაჩინეს, ამ მრავლისმნახველი ადამიანების ფანტაზიასაც აღემატებოდა. მორენოს ტანზე და ფეხებზე დამაგრებული ჰქონდა ცელოფნის პაკეტებში დაფასოებული 6 (!!!) კილოგრამი ჰეროინი.
კონტრაბანდისტული თავხედობის მასშტაბით გაოგნებულმა მებაჟეებმა მორენოს ნარკოტიკების კონტრაბანდაში ოფიციალური ბრალდება წაუყენეს და ციხის გზასაც გაუყენეს, ხოლო ბრუკლინის მოსამართლემ ზედ თავდებად გათავისუფლების ნებაც ჩამოართვა. პროგნოზი? ძნელი განსასჭვრეტია, მაგრამ იმას კი წყალი არ გაუვა, რომ მორენოს მრავალი წლის გატარება მოუწევს ვირის აბანოში.