ნიუ იორკის აეროპორტში ნარკოტიკების კონტრაბანდის მცდელობაზე დაკავებული ბირონ მორენოს ამბავმა მთელი მსოფლიო მოიცვა და აი, პირველი კომენტარებიც: იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, მთელი ეს წლები ეჭვი მქონდა, რომ სამხრეთ კორეისა და იტალიის ნაკრებთა მატჩის მომსახურებისას, ბირონ მორენო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდაო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე ეკვადორელი ბირონ მორენო სამხრეთკორეელებისა და იტალიელების მერვედფინალური დაპირისპირების არბიტრი გახლდათ და მატჩსი მსვლელობისას რამდენიმე უხეში შეცდომაც დაუშვა.
ხოლო როცა მორენო JFK-ს აეროპორტში დააკავეს, მას ტანსა და ფეხებზე დამაგრებული ჰეროინიანი პაკეტები აღმოუჩინეს. "2002-ში
მორენოს ნარკოტიკი სხეულზე კი არა, სხეულში ჰქონდა. როცა სპორტში მოღვაწე ესა თუ ის პირი ნარკოტიკებთანაა კავშირში, ეს არის ზოგადად სპორტის იმიჯის შელახვა", - თქვა ჯიჯი ბუფონმა, რომელიც 2002 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების კარს იცავდა.