პორტუგალიაში ბენფიკას ძირავდნენ

AutoSharing Option
ეტყობა, ლისაბონის "ბენფიკას" მატჩების მსაჯობით ამ კლუბის ხელმძღვანელთა უკმაყოფილება საფუძვლიანია და ამ თემასთან დაკავშირებული სკანდალი ახალ განვითარებას მიიღებს.

პორტუგალიური ლიგის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტორ პერეირამ "გიმარაეშისა" და "ბენფიკას" მატჩის არბიტრის მოქმედება საგულდაგულოდ შეისწავლა. გარდა ამისა, მან "არწივების" მატჩების კიდევ 16 სადავო ეპიზოდი ნახა და დაადასტურა, რომ "ბენფიკა" მართლაც დაიჩაგრა მსაჯების შეცდომებით.

კერძოდ, სეუ პერეირამ დაადგინა, რომ "გიმარაეშთან" მატჩში მსაჯთა ბრიგადამ "ბენფიკას" ორი შეტევა შეცდმით დაფიქსირებული ოფსაიდების გამო ჩაშალა. პორტუგალიელ არბიტრთა შეფის შეფასებით, ორივე შემთხვევაში ლაინსმენებს არასწორი პოზიცია ეკავათ. გარდა ამისა,
ვიტორ პერეირამ დაადასტურა, რომ ლისაბონელი მარტინშის წაქცევისთვის მატჩის არბიტრ ოლეგარიუ ბენკუერენსას "გიმარაეშის" კარში პენალტის დანიშვნა მართებდა.

მოკლედ, "ბენფიკას" ბოსების პრეტენზიები სამართლიანი ყოფილა, თუმცა მაინც გაუგებარია, რა ხეირს ნახავს მსაჯების შეცდომების აღიარებით ლისაბონური კლუბი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული