მიგელის პორტუგალია დასრულდა

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიას" მცველმა ლუიშ მიგელმა პორტუგალიის ნაკრებთან გამოთხოვება გადაწყვიტა.

"გამიჭირდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი. ასე უკეთესი ჩემთვისაც იქნება და ჩემი ოჯახისთვისაც. მეამაყება, რომ წლების განმავლობაში ამ დიდებული გუნდის წევრი ვიყავი. ახლა კი გზას ახალგაზრდებს ვუთმობ და წარმატებებსაც ვუსურვებ", - თქვა 30 წლის პორტუგალიელმა.

აქვე დავამატებთ, რომ 2003-დან 2010 წლამდე ლუიშ მიგელმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში 59 მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს 2006 და 2010 წლების ჩემპიონატებზე ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული