ტვენტეს ბეისე გამოაკლდა

AutoSharing Option
"ტვენტეს" მარცხენა მცველი ბარტ ბეისე კოჭის მყესის გაწყვეტის გამო მომდევნო ექვს კვირას საკლუბო ლაზარეთში გაატარებს. 23 წლის ბელგიელმა ეს ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და საავადმყოფოში ჩატარებულმა გამოკვლევამ თავდაპირველი ეჭვი დაადასტურა.

ახალგაზრდა მცველი ჰოლანდიის ჩემპიონის რიგებს აგვისტოში შეუერთდა და ახალ კლუბში მხოლოდ ორი მატჩის გამართვა მოასწრო. ახლა კი მას სავარაუდოდ მომდევნო სამი საჩემპიონთალიგო მატჩის გაცდენა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული