ოვერმარსი აიაქსის ჩემპიონობას ელის

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი გარემარბი მარკ ოვერმარსი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში "აიაქსი" ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს.

"ამსტერდამელებს არცთუ ურიგო გუნდი ჰყავთ. ვფიქრობ, "აიაქსს" ჩემპიონობის დაბრუნების ძალა შესწევს. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი, რომ ლუის სუარესმა რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩაატაროს, ის დღეს გუნდის გამოკვეთილი ლიდერია. ამას წინათ ბერგკამპთან ერთად ამ თემაზე ვმსჯელობდით და დენისმა თქვა, დღევანდელი "აიაქსი" ახლოსაც ვერ მივა იმდროინდელს, როცა ჩვენ ამ გუნდში ვთამაშობდით და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ეს 1995 წელს იყო, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა", - თქვა
37 წლის ოვერმარსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული