კარლუშ კეირუში ფედერაციის შეფებს დააჭერინებს

AutoSharing Option
კარლუშ კეირუში ფედერაციის შეფებს დააჭერინებსქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის შეფების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. იგი ამტკიცებს, რომ ხსენებულმა ბოსებმა მის წინააღმდეგ "პროცედურულ თაღლითობას" მიმართეს და სწორედ ასე დააკარგინეს სამსახური.

ბუნებრივია, კეირუშის ამ განცხადების მოსმენის შემდეგ გაჩნდა კითხვა, კერძოდ როგორ ითაღლითეს პორტუგალიური ფეხბურთის დიდმოხელეებმა, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის სერ ალექს ფერგიუსონის ოდინდელ ასისტენტს და მეგობარს ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

მოგეხსენებათ, კარლუშ კეირუში პორტუგალიის ნაკრების თავკაცის თანამდებობიდნ ახლახან, სექტემბერში გადააყენეს. მანამდე, აგვისტოში, ფედერაციამ მწვრთნელს დოპინგ-კონტროლის კომისიის თანამშრომლის შეურაცხყოფისთავის ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა,
შემდეგ კი ანტისადოპინგო კომიტეტმაც გამოუტანა ნახევრწლიანი გნაჩენი.

დასჯილმა მწვრთნელმა გადაწყვიტა ფედერაციისა და ანტისადოპინგო კომიტეტის გადაწყვეტილებანი გაეპროტესტებინა, და წარმატებითაც - ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მოუხსნა, ხოლო სპორტულმა არბიტრაჟმა აპელაციის საბოლოო განხილვამდე ნახევარწლიანი განაჩენიც გაუუქმა. შესაბამისად, კეირუშს კვლავ აქვს უფლება იმუშაოს როგორც კლუბში ასევე ნაკრებში. ამბობენ, რომ კარლუშ კეირუშის კანდიდატურა უკრაინის ნაკრების თვკაცის თანამდებობაზე აქტიურად გნიხილება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული