"ლეკეტუშს მიზნად ჩემპიონობა ან მეორე ადგილზე გასვლა დავუსახეთ", - თქვა კლუბის მეპატრონემ ჯიჯი ბექალიმ.
გასულ სეზონში ლეკეტუშმა პროვინციული "ვასლუი" არსებობის ისტორიაში პირველად გაიყვანა რუმინეთის ჩემპიონატის მესამე ადგილზე, ხოლო საკუთრივ "სტიაუას" ეს სპეციალისტი 2007-2009 წლებშიც წვრთნიდა.
ლეკეტუში "სტიაუას" ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია. მის პირად კოლექციაში რუმინეთის ათი საჩემპიონო მედალი და ქვეყნის