ბაევიჩმა აეკ-ი მესამედ დატოვა

AutoSharing Option
კვირას ათენის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვულოსის "ოლიმპიაკოსთან" 1:3 წააგო, რასაც ათენელთა მთავარი მწვრთნელის დუშან ბაევიჩის გადადგომა მოყვა.

ხსენებული თამაშის შემდეგ აეკ-ის განრისხებულმა ფანებმა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს... სავარძლები დაუშინეს. სტადიონის ტრიბუნებმა ხომ ცალკე იზარალა, ხოლო ბაევიჩმა შეურაცხყოფა ვერ აიტანა და წასვლა გადაწყვიტა, არადა 30 სექტემბერს აეკ-ს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის. საინტერესოა, რომ 61 წლის დუშან ბაევიჩმა უკვე მესამედ დატოვა ამ ათენური გუნდის დამრიგებლის პოსტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული