რეზერვისტთა გვერდით "ლურჯების" მეგავარსკვლავებიც იყვნენ. მატჩი პსჟ-ის შეტევებით დაიწყო, თუმცა მის შეტევებს "ჩელსის" ცენტრალური მცველები გარი კეჰილი და დავიდ ლუისი მშვიდად უმკლავდებოდნენ.
აღსანიშნავი იყო, რომ ლავესის ჰატჩინსონის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა. საიმედოდ თამაშობდა პეტრ ჩეხიც.
ოსტატობის დემონსტრირება მას ერთხელ მოუხდა. 30-ე წუთზე ხავიერ პასტორე იოლად გაუმკლავდა ერთბაშად სამ მეტოქეს და კარში დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა იქვე ნენე გაჩნდა, ვინც
რობერტო დი მატეომ მეორე ნახევარში უფრო გამოცდილი შემადგენლობა გამოიყვანა მინდორზე.
ლონდონელები თავის სტილში ამოქმედდნენ. პარიზელები იძულებულნი გახდნენ, ტოტალურ თავდაცვაზე გადასულიყვნენ. განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ ედენ აზარის შეცვლის შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადასროლილი მარკო მარინი და ეშლი კოული.
მშვენიერი შანსი გაანიავა ფლორან მალუდამ, ვისაც 19 წლის ფილიპინელი მეკარე ალფონს არეოლა აღუდგა წინ. 82-ე წუთზე რამირესისა და ლუკას პიაზონის კომბინაციის შემდეგ წონასწორობა აღდგა. საფინალო სასტვენამდე "ჩელსის" კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ...
ჩელსი-პარი სენ-ჟერმენი 1:1
ჩელსი: ჩეხი (ტერნბული 63), ჰათჩინსონი (ჩალობა 63), კეჰილი (ტერი 63), ლუისი (ივანოვიჩი 45), ფერეირა (კოული 63), მიკელი (მაკეხრანი 63), ლემპარდი (ესიენი 45), კაკუტა (რამირესი 45), აზარი (მალუდა 63), დე ბრუინი (მარინი 45), ლუკაკუ (პიაზონი 63)
პარი სენ-ჟერმენი: დუშე (არეოლა 63), ჟალე (ბიშევაცი 45), ალექსი (ლუგანო 45), სახო (კამარა 45), არმანი (ტიენე 45), ბოდმერი (მაქსველი 45), შანტომი (ადრიენი 63), პასტორე (ვერატი 45), ნენე (45), გამეირო (ოარო 45), ლავესი (ლუინდულა 45)
გოლები: 0:1 ნენე (30), 1:1 პიაზონი (82)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"