ძაკერონის იაპონიაში ცხრა ევროპელია

AutoSharing Option
იაპონიის ნაკრების იტალიელი თავკაცი ალბერტო ძაკერონი თავის გუნდს აზიის თასის ფინალური ტურნირისთვის ამზადებს, რომელსაც მომავალ იანვარში ყატარი უმასპინძლებს. "ძაკმა" "ლურჯი სამურაების" მომზადების დონე ორ ამხანაგურ მატჩში უნდა შეამოწმოს – 8 ოქტომბერს "საიტამა სთედიუმზე" არგენტინის ნაკრებთან მატჩში და 12-ში – სეულში სამხრეთკორეელებთან.

საინტერესოა, რომ ძაკერონის მიერ 25 გამოძახებულ იაპონელს შორის 9 ლეგიონერია, დანარჩენები კი ჯეი-ლიგის კლუბებში თამაშობენ.

იაპონიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ეიჯი კავაშიმა ("ლიერსი", ბელგია), შუსაკუ ნიშიკავა ("სანფრეჩე ჰიროშიმა"), შუიჩი გონდა ("ტოკიო");

მცველები: მარკუშ ტულიუ ტანაკა ("ნაგოია გრამპუსი"), იუიჩი კომანო ("ჯუბილო
ივატა"), იუზო კურიჰარა ("იოკოჰამა მარინოისი"), მასაჰიკო ინოჰა ("კაშიმა ანტლერსი"), იუტო ნაგატომო ("ჩეზენა", იტალია), ტომოაკი მაკინო ("სანფრეჩე ჰიროშიმა"), აცუტო უჩიდა ("შალკე", გერმანია);

ნახევარმცველები: იასუჰიტო ენდო ("გამბა ოსაკა"), კენგო ნაკამურა ("კავასაკი ფრონტალე"), იუკი აბე ("ლესტერ სიტი", ინგლისი), იასუიუკი ონო ("ტოკიო"), მაკოტო ჰასებე ("ვოლფსბურგი", გერმანია), ტაკუია ჰონდა (შიმიძუ ს-პალსი"), ჰაჯიმე ჰოსოგაი ("ურავა რედ დაიმონდსი");

თავდამსხმელები: დაისუკე მაცუი ("ტომი", რუსეთი), რიოიჩი მაედა ("ჯუბილო ივატა"), კუნიმიცუ სეკიგუჩი ("ვეგალტა სენდაი"), შინჯი ოკაზაკი ("შიმიძუ ს-პალსი"), კეისუკე ჰონდა (ცსკა, რუსეთი), ტაკაიუკი მორიმოტო ("კატანია", იტალია), მუ კანაზაკი ("ნაგოია გრამპუსი"), შინჯი კაგავა ("დორტმუნდი", გერმანია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული