იაპონიის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ფინალამდე დამაჯერებლად კი მიაღწია, მაგრამ იქ უკვე ვეღარაფერს გახდა.
ამერიკელთა ლიდერმა კარლი ლოიდმა დუბლი შეასრულა და ფინალური მატჩის გმირად იქცა. მეორე გმირი კი აშშ-ის ნაკრების მეკარე ჰოუპ სოლოა, რომელმაც მეტოქის რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.
იაპონელებმა ანგარიშის გათანაბრება მთელი მონდომებით სცადეს, მაგრამ მათ ხან სიზუსტე ღალატობდათ, ხანაც წინ სოლოს შესანიშნავი რეაქცია ეღობებოდათ.
მთლიანობაში, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა, იაპონიისთვის კი, რომლის ქალთა
კიდევ უფრო ბედნიერები არიან ბრინჯაოს მომგები კანადელები, რომელთაც ტურნირის წინ სათვალავში თითქმის არავინ აგდებდა.
ქალთა საფეხბურთო ტურნირი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. დღეს და ხვალ კი მედლებს კაცები გაითამაშებენ. შეგახსენებთ, მესამე ადგილისთვის დღეს იაპონია და სამხრეთ კორეა იბრძოლებენ, ხვალ კი ბრაზილიისა და მექსიკის მონაწილეობით ფინალი გველის.
ქალები
ფინალი
აშშ-იაპონია 2:1
აშშ: სოლო, რამპონი, ოჰარა, ლე პეილბე, ბოქსი, ლოიდი, მორგანი, ვემბეჩი, რაპინო (57. ჩენეი), ბუელერი (80. ზაუერბრუნი), ჰეტი.
იაპონია: ფუკუმოტო, კინგა, ივაშიმიცუ, კუმაგაი, სამეშიმა (77. ივაბუჩი), საკაგუჩი (59. ტანაჯა), მიიამა, კავასუმი, სავა, ონო (86. მარუიამა), ოგიმი.
გოლები: 1:0 ლოიდი (8), 2:0 ლოიდი (54), 2:1 ოგიმი (63)
გაფრთხილება: ვემბეჩი
არბიტრი: ბ. შტაინჰაუსი (გერმანია)
მე-3 ადგილისთვის
კანადა-საფრანგეთი 1:0
კანადა: მაკლეოდი, მოსკატო, უილკინსონი, მეტისონი, სესელმანი, სკოტი, სინკლერი, შმიდტი, ტანკრედი (77. ტიმკო), ფილინიო (55. კაილი), ნაულტი (83. ჩეპმენი).
საფრანგეთი: ბუჰადი, რენარი, ჟორჟი, სუბეირანი (54. აბილი), ფრანკო, ბომპასტორი, დელიე (60. სომერი), ტომისი (90. კატალა), ნეციბი, ბუსალია, ტინეი.
გოლი: 1:0 მეტისონი (90)
გაფრთხილება: აბილი
არბიტრი: ჯ. პალმკვისტი (შვედეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"