აღსანიშნავია, რომ აქამდე მექსიკელ ფეხბურთელებს არათუ ოქრო, საერთოდ ოლიმპიური მედალი არ ჰქონდათ მოპოვებული, ისევე, როგორც წლევანდელ ბრინჯაოსმედალოსან სამხრეთკორეელებს.
ლონდონის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირმა ბევრი ფავორიტი კი იმსხვერპლა, მაგრამ ფინალში გამარჯვებას მაინც ბრაზილიას უწინასწარმეტყველებდნენ. სელესაოს თავკაცმა მანო მენეზეშმა ხომ ბრიტანეთში ქვეყნის საუკეთესო 23-წლამდელები იახლა და მათ გამოცდილი ვარსკვლავებიც დაამატა.
თუმცა მექსიკელებმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენეს. ლუის ფერნანდო ტენას გუნდმა პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, 75-ეზე კი
უმჯობესი იქნებოდა, მენეზეშს ჰალკი სასტარტო შემადგენლობაში დაეყენებინა. ბრაზილიის ნაკრების თავკაცი ამ შეცდომას მალევე მიხვდა და "პორტუს" ფორვარდი მოედანზე პირველივე ტაიმში შეუშვა. ჰალკი თამაშში ენერგიულად ჩაერთო და მატჩის მიწურულს ერთი გოლი გაქვითა, თუმცა მექსიკელებს დამსახურებულ ჩემპიონობაში ხელი მაინც ვერ შეუშალა.
ძალიან უფერულად ითამაშა ბრაზილიის მთავარმა იმედმა ნეიმარმა, რომელსაც თანამედროვე გუნდურ თამაშში კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, ინდივიდუალური ოსტატობით კი ფონს ვერ გავიდა.
სხვათა შორის, ეს ლონდონის ოლიმპიადაზე მექსიკური დელეგაციის მიერ მოპოვებული ერთადერთი ოქროა, რასაც ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებისგან ბევრი ნამდვილად არ ელოდა.
"ფინალში განცდილი მარცხი ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ამით ცხოვრება არ დამთავრებულა.
ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან გვინდოდა, მარამ ყველამ იცის, რომ აქცენტს 2014 წლის მუნდიალზე ვაკეთებთ. ოლიმპიური თამაშები კი უდიდეს სამსახურს გაგვიწევს და საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებაში დაგვეხმარება", - განაცხადა მანო მენეზეშმა.
ფინალი
მექსიკა-ბრაზილია 2:1
მექსიკა: კორონა, სალსიდო, ჩავესი, ი. ხიმენესი (81. ვიდრიო), მიერი, რეიესი, ფაბიანი, აკინო (57. პონსე), ენრიკესი, პერალტა (86. რ. ხიმენესი), ერერა.
ბრაზილია: გაბრიელი, ტიაგო სილვა, მარსელო, რაფაელი (85. ლუკასი), ალექს სანდრო (32. ჰალკი), ჟუანი, ოსკარი, სანდრო (71. პატო), რომულო, ნეიმარი, ლეანდრო დამიაო.
გოლები: 1:0 პერალტა (1), 2:0 პერალტა (75), 2:1 ჰალკი (90)
გაფრთხილება: მარსელო, ლეანდრო დამიაო - ი. ხიმენესი, რეიესი, ვიდრიო
არბიტრი: მ. კლატენბურგი (დიდი ბრიტანეთი)
მე-3 ადგილისთვის
ს. კორეა-იაპონია 2:0
ს. კორეა: ლი, იუნი, ი. კიმი, ოჰი, ჰვანგი, კი, კუ (89. კიმი), ბ. კიმი, ჯი (69. ნამი), ჯ. პარკი, ჩ. პარკი (86. ჰ. კიმი).
იაპონია: გონდა, ტოკუნაგა, იოშიდა, საკაი, სუზუკი, ოგიჰარა (59. იამამურა), კიოტაკე, ოცუ, ჰიგაში (62. სუგიმოტო), იამაგუჩი, ნაგაი (71. უსამი).
გოლები: 1:0 ჩ. პარკი (38), 2:0 კუ (57)
გაფრთხილება: ოჰი, კი, კუ, ბ. კიმი - ოგიჰარა, ოცუ, სუგიმოტო
არბიტრი: რ. ირმატოვი (უზბეკეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"