ერთ-ერთმა საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა ფირმამ ასეთი რამ ჩაიფიქრა – მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღის – ცუმ-ის სახერავზე თექვსმეტმეტრიანი ნიშნულიდან მარადონას სტანდარტული საფეხბურთო კარის ზომის კედლის მიმართულებით 10 დარტყმა უნდა შეესრულებინა. ამ "კარში" სხვადასხვა დიამეტრის სამიზნე იყო და თითოეულში თითო მოხვედრით დიეგო 25-და 300 ათას დოლარამდე მიიღებდა. არგენტინის ნაკრების ექსდამრიგებელს ყველა დარტყმის ზუსტად შესრულების შემთხვევაში ჯამური მილიონი დოლარი ერგებოდა, თუმცა დონ დიეგოს მიზანმა ოდნავ უმტყუნა და მან "მხოლოდ" 500 ათასი
სახელგანთქმულმა არგენტინელმა ეს ფული ბავშვთა გემატოლოგიისა და ტრანსპლანტაციის ინსტიტუტს გადასცა.
ერთი კითხვა მაინც ჩნდება – თუკი იმ შვეიცარიულ ფირმას მილიონი გამზადებული ჰქონდა, ბარემ პირდაპირ გადაეცა მძიმედ ავადმყოფი ბავშვებისთვის, თორემ შვეიცარიულ საათს რეკლამა რად უნდა. სიკეთე უხმაუროა კარგი...