კანკავას და ლობჟანიძეს ხუანდე რამოსს უნიშნავენ

AutoSharing Option
გამოცემა Diario de Sevilla-ს მტკიცებით, "სევილიას", "რეალისა" და ცსკა-ს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა უკრაინულ "დნიპროსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Diario de Sevilla იმასაც აცხადებს, 56 წლის რამოსს დნეპროპეტროვსკულ კლუბში მარკოს ალვარესი, ხოსე რამონ მუნისი და პედრო ხარა დაეხმარებიანო.

ჯერჯერობით კონტრაქტის გაფორმების ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უჩა ლობჟანიძისა და ჯაბა კანკავას უკრაინულ გუნდს სწორედ ხსენებული ესპანელი უხელმძღვანელებს. "დნიპროს" გენერალური დირექტორი ანდრეი სტეცენკო შვეიცარიიდან დაბრუნდა, სადაც კლუბის ახალ დამრიგებელთან მოლაპარაკებებს მართავდა. ამბობენ, რომ სტეცენკოს შვეიცარიიდან სწორედ
რამოსი და მისი ასისტენტები ჩამოყვნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული