მიუხედავად იმისა, რომ შემტევი თვისებებით გამორჩეულმა ბეილმა "დეზების" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გასული სეზონის მხოლოდ მეორე ნახევარში მოახერხა, ლონდონური კლუბის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაში საკმაო წვლილის შეტანა მაინც მოასწრო.
უელსის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემზი აღიარეს. ცნობისთვის, 19 წლის რემზიმ თებერვალში ფეხი მოიტეხა და მწყობრში ჯერაც არ ჩამდგარა.