"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ავარიაში მოჰყვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" დუბლების წევრმა, 19 წლის რაიან ტანკლიფმა უქმეებზე 60 ათას ფუნტად ღირებული "რეინჯ როვერი" შეიძინა და როგორც ჩანს, ავტოსალონიდან პირდაპირ ბარისკენ გაემართა აღსანიშნავად.

"სანის" ცნობით, ზუსტად ერთ საათში ის მანქანის საჭეს მიუჯდა, მაღალ სისწრაფეზე საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ფურგონს დაეჯახა, რომელიც 10 მეტრის მანძილზე ათრია.

ორიოდე წუთში პოლიციის საპატრულო ეკიპაჟმა ფეხბურთელი ადგილზე დააკავა. ტანკლიფს უახლოეს კვირებში სასამართლო ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული