ლოთი და მანიაკი

AutoSharing Option
პოლ გესქოინს კარგი ხომ არაფერი მოუვიდოდა - 90-იანი წლების ინგლისური ფეხბურთის დიდი ვარსკვლავი ამ წელიწადში მეორედ გამოიჭირეს სიმთვრალეში მანქანის ტარებაზე. 43 წლის გალოთებული შემოქმედი (ფეხბურთის გესქოინივით თამაში კი სხვა არფერია თუ არა შემოქმედება) პოლიციელებმა შუადღის 3 საათზე იმიტომ გააჩერეს, რომ მოქალაქეებმა იჩივლეს, ქალაქში ერთი მანქანა საეჭვო ზიგზაგებით დადის და სახიფათოაო. ეს ამბავი ნიუკსლის გარეუბან ჯესმონდში მოხდა. პოლიციელებმა აღმოაჩინეს, რომ მათ მიერ გაჩერებულ MG სპორტ-ში მთვრალი ლეგენდა იჯდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გესქოინი ამ წელიწადს უკვე მეორედ გაეხვა შარში. პირველად ეს თებერვალსი
მოხდა და იმ შემთხვევისთვის სასამართლოში ნოემბერში უნდა წარსდგეს. საინტერესოა, რომ მაშინ გაზა 48 საათში ორჯერ დაიჭირეს - სათევზოდ იყო წასული და ისე ილოთა, ის უქმეები საერთოდ ამოუვარდა გონებიდან.

და კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: გესქოინს ახალი მნია შეყრია: iPad-ი იყიდა და ვიდეო თამაშ "ბრაზიან ჩიტბზე" შეჯდა. საოცრია, ამ ადამიანს ახირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მისი ახალი გატაცების ამბავი ტაბლოიდებს ძმაკაცებმა შეატყობინეს, პაპარაცები კი მამის, ჯონის სახლთან ჩაუსაფრდნენ და მართლაც დააფიქსირეს "ნიუკასლის", "ტოტენჰემის", "ლაციოს", "რეინჯერსის", "მიდლსბროს", ევერტონის" და კიდევ სამი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი თავისი "ახალი სათამაშოთი" ხელში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული